გეკა გელაძე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს, სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

„მხარეებმა ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გეკა გელაძეს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში, კოლეგის, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვის მიწვევით იმყოფება“, - აღნიშნულია საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771835961

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით

„იუნკერებმა, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე

1771834032

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...

გუდაური-კობი

1771832795

ახალი ამბები

„რუსთავი 2“: ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია, რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროინტეგრაციის კომიტეტის წე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1771831558

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის - 28 კგ-მდე „მეტადონი“, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც აქამდე პოლიციას მასშტაბური საპოლიციო მოქმედებების დროს ამოუღია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს – აღმოჩენილია კუსტა...

შსს - ბრიფინგი

1771831085

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ბათუმში - საწარმოში კაცს თავში მინა დაეცა და დაიღუპა

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულების დროს თავში მინა დაეცა და ადგილზე და...

პოლიცია