„რუსთავი 2“: ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია, რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლიკა შარტავა რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ პირველ სამიტს დაესწრებიან.

სამიტი 2026 წლის 4-5 მარტს, ვაშინგტონში, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას საპატიო თავმჯდომარეობით გაიმართება.

ორდღიანი სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, სამიტის სტუმრები იმსჯელებენ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, საუბარი შეეხება მომავალზე ორიენტირებულ გზას გლობალისტური ზემოქმედების დასაძლევად. სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ თავისუფალმა ერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი.

სამიტის ორგანიზატორია ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მიერ დაფუძნებული Turning Point Action. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მათი მოძრაობა დაფუძნებულია სუვერენიტეტზე, ანგარიშვალდებულებაზე და ერების ფუნდამენტურ უფლებაზე, თავად განსაზღვრონ საკუთარი განვითარების გზა.

„იმ დროს, როდესაც არ არჩეული არალეგიტიმური გლობალური ინსტიტუტები და ტრანსნაციონალური იდეოლოგიები სულ უფრო მეტად ცდილობენ დემოკრატიული თვითმმართველობის ეროზიას, ჩვენი ერთიანი ხმები არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ეს სამიტი აერთიანებს მათ, ვინც ერთგულია ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის, უსაფრთხო და სუვერენული საზღვრების შენარჩუნებისა და იდეების თავისუფალი გაცვლის დაცვისა, ცენზურის, იძულების ან სულ უფრო ცენტრალიზებული და კოლექტივისტური გლობალური წესრიგის მხრიდან შურისძიების შიშის გარეშე“, - აღნიშნავს Turning Point Action-ი სამიტის შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771834547

ახალი ამბები

გეკა გელაძე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვე...

გეკა გელაძე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

1771834032

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...

გუდაური-კობი

1771831558

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის - 28 კგ-მდე „მეტადონი“, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც აქამდე პოლიციას მასშტაბური საპოლიციო მოქმედებების დროს ამოუღია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს – აღმოჩენილია კუსტა...

შსს - ბრიფინგი

1771831085

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ბათუმში - საწარმოში კაცს თავში მინა დაეცა და დაიღუპა

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულების დროს თავში მინა დაეცა და ადგილზე და...

პოლიცია

1771830725

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე „აი ფაქტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან - გეკა გელაძეს ვინმემ ჰკითხა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა?

აი ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან. გეკა გელაძეს ვინმემ კითხრა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა? ან იქნებ რას პასუხობდ...

ჩიხელაძე