პრემიერი: ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი, აქედან გამომდინარე, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა
გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, პოლიტიკურად არის საკმაოდ მტკივნეული და ამის გამო იყო, რომ წლების განმავლობაში თავშეკავებული პოზიცია იყო ამასთან დაკავშირებით.
„გახსოვთ მაგალითად, თუ არ ვცდები 2014-2015 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს, გამოჰყავდათ ადამიანები, აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ. აქაც მოსალოდნელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა მდგომარეობა არის ასეთი, რომ ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ სოციალური ბაზების გადამოწმებაზე, ეს არ იყო გადაწყვეტილება, უბრალოდ ასე ხდებოდა, რომ არსებითად ეს პროცესი არ დაწყებულა, 2020 წელს კოვიდის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხდებოდა ამ ბაზის გადამოწმება.
შედეგად მივიღეთ, რომ ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49 აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი.
ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროცესს, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ.
მე მარტივად შემიძლია, გავიხსენო სიღარიბის მაჩვენებელი იყო 21,3 პროცენტი 2020 წელს, როცა გაიზარდა ბაზა და მერე შეწყდა მათი გადამოწმება და 2024 წლის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი არის 9,4 პროცენტი. შესაბამისად, განახლების კოეფიციენტი იქნება მაღალი, თუმცა რამდენი და როგორ იქნება, ვერ გეტყვით. ჯანდაცვის სამინისტრო წარმართავს შესაბამის პროცესს და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი დარჩება ბაზაში და რამდენი არა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1771836792
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს
ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს, - განუცხადა...
1771836123
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს
ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1771835961
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით
„იუნკერებმა, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...
1771834547
ახალი ამბებიგეკა გელაძე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვე...
1771834032
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...































