სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის - 28 კგ-მდე „მეტადონი“, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც აქამდე პოლიციას მასშტაბური საპოლიციო მოქმედებების დროს ამოუღია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს – აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი“, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა განაცხადა.
„ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
სამართალდამცველების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარდა ამისა, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასევე, ამოიღეს ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განაგრძობს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას“, - განაცხადა ჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.
1771831085
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ბათუმში - საწარმოში კაცს თავში მინა დაეცა და დაიღუპა
ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულების დროს თავში მინა დაეცა და ადგილზე და...
1771830725
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე „აი ფაქტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან - გეკა გელაძეს ვინმემ ჰკითხა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა?
აი ეს არის პროპაგანდისტული, მავნებლური და ამავდროულად თაღლითური საქმიანობა ვითომ ჟურნალისტების მხრიდან. გეკა გელაძეს ვინმემ კითხრა ეს ქონება და შემოსავლები საიდანო და არ უპასუხა? ან იქნებ რას პასუხობდ...
1771828883
ახალი ამბებისამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირ...
1771828348
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 23 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ინფო...
1771826641
ახალი ამბებიქართველმა სპორტსმენებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ცერემონია ანტიკურ რომაულ ამფითეატრზე - ვერონას არენაზე გაიმართა. ოლიმპიურ დელეგაციათა ტრადიციულ აღლუმში საქართველოს წარმომადგენლებმაც მ...































