ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები მსოფლიოს 21 ქვეყანაში გაიმართა
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 58 გამოფენა-ფესტივალსა და 322 დეგუსტაცია-სემინარზე. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება - აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი, ბრაზილია, სომხეთი, კანადა, უზბეკეთი.
გასულ წელს, უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში ჩატარდა 18 ღვინის ტური ჯგუფების შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ექსპერტები, სომელიეები, იმპორტიორები, HORECA სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ, რომელთა მხრიდან მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის კუთხით. ღვინის ტურები განხორციელდა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გაიმართა ჯამში 32 ღონისძიება, მათ შორის, 30 გამოფენა-ფესტივალი და 2 კონკურსი; აღნიშნული ღონისძიებების გამართვის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდის ხელშეწყობა.
მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, 9 ღვინის კომპანიამ, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღო. პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნული კომპანიები მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალებში, ქართული ღვინის წარდგენის სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაში და აღნიშნული მარკეტინგული აქტიობების შედეგად, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრების მიმართულებით. მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ ის კომპანიები იღებენ, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.
ზემოთ აღნიშნული აქტივობები განხორციელდა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა.
1768197263
ახალი ამბებიახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. როგორც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების...
1768196238
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ადგე და კონკრეტულ მთავრობას ადამიანის მკვლელობა დააბრალო ისე, რომ არათუ იოტისოდენა დასამტკიცებელი არ გქონდეს, არამედ ზუსტად იცოდე - რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს, ნაცისთვისაც“ კი მორალურად ფსკერის ჩახევაა
„გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ლაქია თეა ადეიშვილი უმდაბლესი დონის, ფსკერზე მყოფი პროპაგანდისტია, ამავე დროს უბინძურესი ნაძირალაა. დააკვირდით ამ ვიდეოში რას ამბობს - ეროსი კიწმარიშვილი მოკლა დღევანდელმ...
1768194497
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნი...
1768193366
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან
ირანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელი ყურადღებით აკვირდება ირანში მიმდინარე მოვლე...
1768162151
მსოფლიოირანული მედიის ცნობით, ქალაქ მეშჰედში მომიტინგეებმა ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი მოკლეს
ქალაქ მეშჰედში მომიტინგეებმა ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი მოკლეს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ბრიგადის გენერალი ჯავად კეშავ...































