გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობას“ სამართლებრივად აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

„წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვსაუბრობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ სამართლებრივად აღსასრულის პროცესი უდგას.

„ძალიან კარგად ვიცით ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის. სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ, არა მარტო სამართლებრივი, უკვე პრაქტიკულადაც, მათ მხარდამჭერები აღარ ჰყავთ. ახლა ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი რამ შემიძლია, გარანტირებულად გითხრათ, რომ იქ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად არ იქნება განხილული. დანარჩენი ჩვენ და დანარჩენ საქართველოს არ გვადარდებს.

რადიკალურ ოპოზიციას არც გეგმა ჰქონდა, არც ერთიანობა და ვერც ვერასოდეს ექნება. ამას თავიანთი ბევრი ე.წ ლიდერი ამბობს, რადგან ე.წ რადიკალური ოპოზიცია წყალწაღებულია. ჩვენ და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ. საქართველოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ სხვა დღის წესრიგი აქვს. ასე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. მათი დღის წესრიგი იყო ახალი ქართველის გამოყვანა და საქართველოს დღის წესრიგი იყო, რომ ქართველობა შეენარჩუნებინა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას საამისო რესურსი და რეიტინგი არ გააჩნია.

„წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვსაუბრობ მათზე ბევრს . თვითონ საუბრობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტიც, რომ მინიმალურზე მინიმალური მხარდამჭერები დარჩათ ანტიქართული პოლიტიკის გამო. ეს დევიზი, – „რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი „ნაცმოძრაობისთვის“ ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომაა ქვეყანაში მათი რეიტინგი ნულოვანი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768201776

ახალი ამბები

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული...

 დაკავებულია ორი პირი

1768199833

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. სამიტის ფ...

ირაკლი კობახიძე

1768199619

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძეზე: ამ შავრაზმელი ფოხანის იმედად ვინც იყო, ყოველ დღე წინა დღეზე მეტად რომ ფარჩაკდება, ქართველი ერის შაერთებული სიბრძნის გამოვლინებად მივიჩნევ

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „არაბულ ისლამს უშვებენ საქართველოში“ და რომ არაბების მთავარი მოთხოვნა პირველი მეჩეთის აშე...

ჟურნალისტი

1768197263

ახალი ამბები

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. როგორც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების...

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

1768196238

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ადგე და კონკრეტულ მთავრობას ადამიანის მკვლელობა დააბრალო ისე, რომ არათუ იოტისოდენა დასამტკიცებელი არ გქონდეს, არამედ ზუსტად იცოდე - რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს, ნაცისთვისაც“ კი მორალურად ფსკერის ჩახევაა

„გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ლაქია თეა ადეიშვილი უმდაბლესი დონის, ფსკერზე მყოფი პროპაგანდისტია, ამავე დროს უბინძურესი ნაძირალაა. დააკვირდით ამ ვიდეოში რას ამბობს - ეროსი კიწმარიშვილი მოკლა დღევანდელმ...

ექსპერტი