რევაზ სოხაძე - გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარდამტეხი იყო

„გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2025 წელს დასრულდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა -ე.წ. „საუკუნის პროექტი“, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთულ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ მონაკვეთს წარმოადგენდა”, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რიკოთის მონაკვეთი მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს, რაც პროექტის მასშტაბისა და სირთულეს ნათლად წარმოაჩენს.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი შრომაც იდგა ამ პროექტის უკან იდეის დაბადებიდან მის სრულ განხორციელებამდე.

მისივე განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის მოდერნიზაციის საკითხი წლების განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება და მისი რეალიზება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ანალოგიც რეგიონში აქამდე არ განხორციელებულა.

რევაზ სოხაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დარჩენილია რამდენიმე მცირე მონაკვეთი. მათ შორისაა სამტრედიის ე.წ. ხიდის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„გურიის მონაკვეთზე უკვე გახსნილია 8-კილომეტრიანი გზა - ლანჩხუთის შემოვლითი მონაკვეთი. გაზაფხულზე გაიხსნება დარჩენილი 6 კილომეტრი, ასევე 3-კილომეტრიანი გრიგოლეთის მონაკვეთი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება იყოს პრაქტიკულად შეუფერხებელი, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ სამტრედიის მონაკვეთს. საგზაო მიმართულებით გასული წელი მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768199833

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. სამიტის ფ...

ირაკლი კობახიძე

1768199619

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძეზე: ამ შავრაზმელი ფოხანის იმედად ვინც იყო, ყოველ დღე წინა დღეზე მეტად რომ ფარჩაკდება, ქართველი ერის შაერთებული სიბრძნის გამოვლინებად მივიჩნევ

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „არაბულ ისლამს უშვებენ საქართველოში“ და რომ არაბების მთავარი მოთხოვნა პირველი მეჩეთის აშე...

ჟურნალისტი

1768197263

ახალი ამბები

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. როგორც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების...

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

1768196238

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ადგე და კონკრეტულ მთავრობას ადამიანის მკვლელობა დააბრალო ისე, რომ არათუ იოტისოდენა დასამტკიცებელი არ გქონდეს, არამედ ზუსტად იცოდე - რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს, ნაცისთვისაც“ კი მორალურად ფსკერის ჩახევაა

„გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ლაქია თეა ადეიშვილი უმდაბლესი დონის, ფსკერზე მყოფი პროპაგანდისტია, ამავე დროს უბინძურესი ნაძირალაა. დააკვირდით ამ ვიდეოში რას ამბობს - ეროსი კიწმარიშვილი მოკლა დღევანდელმ...

ექსპერტი

1768194497

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნი...

გუდაური(ფოსტა)-კობი