ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
მან, ასევე, წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.
ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.
„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ეს მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ასევე, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით განახორციელოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, უწყების მიზანია, მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.
1789895411
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით
ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით...
1789893740
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტებს ამოწმებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ერო...
1789891021
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები
ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში საქართველოს დელეგაციის გეგმებზე ისაუბრა. „შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელე...
1789888901
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექ...
1789887631
ახალი ამბებიდაავადებათა კონტროლის ცენტრი: საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მოწამვლის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის განცხადებით, 17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე კვლევაში და...































