გიორგი გაბუნია საკადრო ცვლილებებზე: უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება. ჩვენ ვიცით, როგორი უმნიშვნელოვანესი ამოცანები აკისრია ამ ინსტიტუციას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას.
მისი თქმით, სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს გამართულად, სისტემა მუშაობს გამართულად. სისტემა არის ჯანსაღი და განაგრძობს განვითარებას. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.
ჩვენ ძალიან გვჭირდება პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის კადრები და კარიერული გზა, რომელიც გაიარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ცხადყოფს იმას, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, კარგად იცნობს სისტემას და შეუძლია განაგრძოს იმ ამოცანების შესრულება, რა ამოცანებიც აქვს დასახული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიღებული და დარწმუნებული ვარ ახალი ხელმძღვანელის საქმიანობა იქნება წარმატებული. ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო გეკა გელაძეს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
1789389822
საზოგადოებამოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა...
1789389736
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინან...
1789388316
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამს...
1789385366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით
ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულე...
1789384340
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს
„ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს“, - განუც...


























