ლევან მახაშვილი მაკრონისა და მერცის რეიტინგების ვარდნაზე: თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის, მათ ხალხის ინტერესები ომისა და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს
თითოეული ეს კვლევა მათი არასწორი პოლიტიკის პირდაპირი გამოძახილი და შედეგია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების, ემანუელ მაკრონისა და ფრიდრიხ მერცის რეიტინგების ვარდნასთან დაკავშირებით.
მახაშვილის თქმით, მათ ხალხის ინტერესები ომისა და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს.
„სწორედ ეს არის, რასაც დღეს ისინი პოლიტიკურ სარბიელზე იმკიან, როდესაც ისინი არ უჯერებენ საკუთარ მოსახლეობას, როდესაც მათ არ აღელვებთ მოსახლეობის საჭიროებები, პრობლემები, სურვილები. ეს არის მაგალითი ყველასთვის, ვისაც აქვს ამბიცია, პოლიტიკაში იყოს, რომ ან ემსახურება საკუთარ ხალხს და ამით შანსი ექნება, პოლიტიკაში დარჩეს, ან სხვის ინტერესებს ემსახურება და მათ ადრე თუ გვიან ხალხის ნებით, სურვილით პოლიტიკის დატოვება მოუწევთ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1789389822
საზოგადოებამოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა...
1789389736
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინან...
1789388316
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამს...
1789385366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით
ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულე...
1789384340
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს
„ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს“, - განუც...


























