ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

„მათ შორის, 2020-2021 წლებში იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789383604

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება, ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგ...

ირაკლი კობახიძე

1789381829

საზოგადოება

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით...

გეკა გელაძე

1789380405

საზოგადოება

სუსის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს. ბორაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაასახელა. პროცედური...

თამაზ ბორაშვილი

1789378140

საზოგადოება

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ....

ჯუანშერ ბურჭულაძე

1789376167

ახალი ამბები

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა.  ინფორმაცია...

ყვითელი ლენტი