მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. შესაბამისად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.
„როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას. მისი თქმით, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს ეს პუნქტიც დაემატება.
„ეს თანხა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის მიმართ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბავშვის და ოჯახის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე, მარიამ ლაშხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1789384082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა ასევე სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ
ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრე...
1789383604
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება, ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგ...
1789381829
საზოგადოებაგეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით...
1789380405
საზოგადოებასუსის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს. ბორაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაასახელა. პროცედური...
1789378140
საზოგადოებაჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ....



























