გიორგი გაბუნია: სახელმწიფოს დამხობა ან ამის მცდელობა არის კონკრეტული დანაშაული და ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი გაბუნია ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხაბეიშვილის ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას.
„ლევან ხაბეიშვილი - ადამიანი, რომელიც არის პირდაპირი აგენტი და მართული გარე ძალების მხრიდან, აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრებს, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება.
ბუნებრივია, სახელმწიფო დამხობა, ან დამხობის მცდელობა არის კონკრეტული დანაშაული და შესაბამისად, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა ის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს.
მურთაზ ზოდელავას ბრალდების მხარე ედავება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას - მან დამალა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი და ამასთან დაკავშირებით მასაც წარედგინა ბრალი. დაველოდოთ სასამართლო მიმდინარეობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მურთაზ ზოდელავა იქნება, ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედი პირები, ყველას გაეცემა ადეკვატური პასუხი კანონის მხრიდან,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
1757749880
ახალი ამბებიპროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრ...
1757748545
ახალი ამბებიპროკურატურამ უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება...
1757745697
მსოფლიოკამჩატკასა და კურილის კუნძულებზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ნახევარკუნძულსა და კურილის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ვლადიმერ სოლოდოვი თავის...
1757744584
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი - ჩარლი კირკის მკვლელი, ისევე როგორც მკვლელობით გახარებულები, არიან ტიპური ლიბერალი ნაცისტები
„ქრისტიანი პოლიტიკოსის ჩარლი კირკის მკვლელი არის ტიპური ლიბერალი ნაცისტი. ისევე როგორც მკვლელობით გახარებულები”, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი ლევან ჭოტორლიშვილი. მისი შეფასებით, იმისათვ...
1757743563
ახალი ამბებისამტრედიაში მანქანა ქვეითს დაეჯახა - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი
სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია „სამტრედიის ამბები“ წერს, მანქანა ქვეითს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამც...