კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე: არც ერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე, ყველამ გაიგოს ეს, როგორც ქვეყნის შიგნით, აგენტურამ, ისე ქვეყნის გარეთ

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის აკეთებდა მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით, ცხადია, ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო, საზოგადოებისთვის რომ მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი“, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.
მისივე განმარტებით, ყველა მსგავს ფაქტს კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა, ეს ყველაფერი კანონით ისჯება. თუ ვინმეს, ჰგონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდებიან. ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული ფაქტები. დაველოდოთ, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, აგენტურამ, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც არ ისვენებენ და ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებში არსებული კანონდარღვევის დანახვა მარტივია და არ სჭირდება იურიდიული განათლება.
„რაც შეეხება მის სავარაუდო დანაშაულს, აშკარა და ნათელია ყველაფერი - პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა დანაშაულისკენ. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. პოლიტიკური განცხადება არაფერ შუაშია, პირდაპირ ქრთამი შესთავაზა პოლიციელებს, თუ ისინი უკანონობას ჩაიდენდნენ. არქივში გექნებათ, მოუსმინეთ პირდაპირ ეთერში მის გამოსვლებს. ინგა გრიგოლიამ, ჟურნალისტმა და არა იურისტმა, უთხრა, დაგიჭერენო, ისიც მიხვდა, რომ დანაშაულს ჩადიოდა”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1757754838
სპორტილაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა, მან ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა
ქართველი მოკრივე ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო ჩაეხსნა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, მას ბრინჯაოს მედალი გარა...
1757752671
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: სახელმწიფოს დამხობა ან ამის მცდელობა არის კონკრეტული დანაშაული და ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა
„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი გაბუნია ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხაბეიშვილის ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის...
1757750532
ახალი ამბებიპროკურატურა: ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში
საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების მიერ მო...
1757749880
ახალი ამბებიპროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრ...
1757748545
ახალი ამბებიპროკურატურამ უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება...