პროკურატურა: ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში

საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის განაჩენით, გიორგი ბაჩიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება გრძელდება გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
1757748545
ახალი ამბებიპროკურატურამ უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება...
1757745697
მსოფლიოკამჩატკასა და კურილის კუნძულებზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ნახევარკუნძულსა და კურილის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ვლადიმერ სოლოდოვი თავის...
1757744584
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი - ჩარლი კირკის მკვლელი, ისევე როგორც მკვლელობით გახარებულები, არიან ტიპური ლიბერალი ნაცისტები
„ქრისტიანი პოლიტიკოსის ჩარლი კირკის მკვლელი არის ტიპური ლიბერალი ნაცისტი. ისევე როგორც მკვლელობით გახარებულები”, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი ლევან ჭოტორლიშვილი. მისი შეფასებით, იმისათვ...
1757743563
ახალი ამბებისამტრედიაში მანქანა ქვეითს დაეჯახა - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი
სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია „სამტრედიის ამბები“ წერს, მანქანა ქვეითს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამც...
1757706982
ახალი ამბებისუსი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე: ბოლო საათებში ბაჩო ახალაიას გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლის. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენ...