კახა კალაძე: ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში

„ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 აკაცუკი, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ჯგუფებს ქვეყნის გარედან აფინანსებენ და აძლევენ დავალებებს, რათა საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება წაახალისონ.

„ქართველი კაცი თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით, კულტურით, ტრადიციებით, არასდროს იკადრებს, რომ მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან ეს უსამშობლო აგენტები. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება და ეს საზოგადოებამ
უნდა იცოდეს. ადრე, როცა ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, საპასუხოდ ვიღებდით ქილიკს, დაცინვას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, ხელისგულზე დაგვიდო ფაქტები და
განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართულნი იყვნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, გარკვეული პროცესებისთვის შეეწყოთ ხელი. ეს თანხები ვითომ „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოდიოდა ქვეყანაში, ხმარდებოდა პოლიტიკურ პროცესებს, ამ ტიპის აკაცუკების აღზრდას, რაც ძალიან სამწუხაროა და ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ძალიან მძიმეა ის შედეგი, რაც მივიღეთ მათი სახით. ასეულობით მილიონია დახარჯული, რომ ქვეყანაში აგენტურული ქსელი შექმნილიყო.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ჩვენ ბოლო სერიაში შეიძლება ვნახოთ ევროკავშირის და გერმანიის ელჩები საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე. აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში. საქართველოში არსებულ რადიკალურ დაჯგუფებას თავიანთი პატრონები ჰყავთ ელჩების სახით. შესაბამისი თანხები და დავალებები გარედან შემოდის და ეს კონკრეტული ელჩები პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ სიძულვილი, ბოროტება და ხალხის დაპირისპირება წაახალისონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757754838

სპორტი

ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ჩაეხსნა, მან ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ქართველი მოკრივე ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო ჩაეხსნა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გურული 65 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, მას ბრინჯაოს მედალი გარა...

ლაშა გურული

1757752671

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: სახელმწიფოს დამხობა ან ამის მცდელობა არის კონკრეტული დანაშაული და ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი გაბუნია ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხაბეიშვილის ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის...

გიორგი გაბუნია

1757750532

ახალი ამბები

პროკურატურა: ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში

საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების მიერ მო...

ბაჩიაშვილი

1757749880

ახალი ამბები

პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრ...

თავდაცვის ყოფილი მინისტრი

1757748545

ახალი ამბები

პროკურატურამ უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება...

პროკურატურა