ლევან მაჭავარიანი: ძალიან დიდი ალბათობით, აპრილისთვის სურსათის ფასების შემცირება დაიწყება

„ჩვენ დავპირდით საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ძალიან დეტალურ შესწავლას გავაკეთებთ. უკვე ვხედავთ გარკვეულ წერტილებს, სადაც შესაძლებელია ფასების შემცირება. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე იქნება გამჭვირვალე, როგორც სამთავრობო კომისია, ასევე, პარლამენტში შექმნილი კომისიაც“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი განცხადებით, დიდი ალბათობით, აპრილის თვეში სურსათის ფასების შემცირება დაიწყება.

"ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ტიპის კარტელური გარიგებები გამორიცხოს. სუს-ი სასამართლო განჩინების საფუძველზე რამდენიმე ობიექტში შევიდა, რათა ამ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოეთხოვა.

როგორც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, აპრილის თვისთვის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოსი მორჩენილი იქნება. ზუსტად მაგ პერიოდისთვის, ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ მუშაობის შედეგს, ვინაიდან, ძალიან დიდი ალბათობით, მაგ პერიოდისთვის ფასების შემცირება დაიწყება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769088917

მსოფლიო

ტრამპისა და ზელენსკი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...

ტრამპი და ზელენსკი

1769088655

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ უმნიშვნელოვანესს უწოდებს. მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცი...

დავით მათიკაშვილი

1769087367

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1769087199

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს

„ირაკლი კობახიძის წერილში სწორად არის შენიშნული ის მძიმე ისტორია, რაც მედიასივრცეში განხორციელდა. ბულინგი, შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვებით პოზიციის გამოხატვა, ადამიანებზე ან გარკვეულ პოლიტიკურ პოზიცია...

ირაკლი ქადაგიშვილი

1769086188

მსოფლიო

დავოსში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი...

 ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა