გიორგი კახიანის შეფასებით, Trump Tower-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანაა
გიორგი კახიანის განცხადებით, საქართველოში Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაცია ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობისა და სტაბილურობის მკაფიო დადასტურებაა. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
კახიანმა ხაზი გაუსვა პროექტის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების გარემოს ფონზე ასეთი მასშტაბის ინვესტიცია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.
„ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი პრეზენტაცია იყო. თავად ფაქტი, როდესაც ასეთი ბრენდი - Trump Tower-ი შემოდის საქართველოში, ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს. ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო მიმზიდველი ხდება სხვა საერთაშორისო ინვესტიციებისთვისაც. პოლიტიკური კუთხით კი, ამდენად ძლიერი ბრენდის შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავენ. ეს არ ხდება შემთხვევით იმ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ყველგან დაძაბული ვითარება ან საომარი მოქმედებებია. ეს სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ვახორციელებთ“, - განაცხადა კახიანმა.
ვიცე-სპიკერმა ცალკე გამოყო აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის ჩართულობა და ერიკ ტრამპის პოზიტიური გზავნილები საქართველოს მისამართით. მისი თქმით, ეს რეალური მოცემულობაა, რომელიც მმართველი გუნდის კურსს უკავშირდება.
გარდა ამისა, გიორგი კახიანმა ვაშინგტონთან ურთიერთობების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად.
„ხაზს გავუსვამდი, რომ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან არა მხოლოდ აღვადგინოთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქამდე გვქონდა, არამედ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში გადავიყვანოთ ეს ურთიერთობა, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული“, - დასძინა მან.
1789565174
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ განს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექ...
1789564248
მსოფლიოპაპი ლეო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები ებრაულ-ქრისტიანულ ურთიერთობებს ძაბავს
პაპმა ლეომ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელმა კონფლიქტებმა ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობები გამოცადა. მან დასძინა, რომ მიმდინარე ძალადობის მიმართ განსხვავებულმა შეხედულებებმა...
1789563966
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6081 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6085 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789563150
საზოგადოებაპარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის...
1789562629
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ გავრცელებული ნარატივები ხშირად არ შეესაბამება რეალობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნ...



























