მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება

დღეს ჩვენ შევხვდით Changi Airports International-ის მმართველ გუნდს, მათ უკვე ფორმალურად გამოხატეს ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, Changi Airports International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, რომ კომპანიამ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ მომდევნო პერიოდში გამოცხადებულ ტენდერში.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. ვაზიანის აეროპორტს ექნება ძალიან დიდი და დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ 2031 წლის ბოლოსთვის აეროპორტი სრულ ოპერირებაში გაეშვას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო ცნობადი ბრენდების მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისა და ინვესტირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორი, რაც ასევე გლობალურ მოთამაშეებს, გლობალურ ინვესტორებსა და აეროპორტების ოპერატორებს უქმნის ძალიან დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტში ინვესტირებისა და ოპერირების თაობაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789563150

საზოგადოება

პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის...

თორნიკე ჭეიშვილი

1789562629

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ გავრცელებული ნარატივები ხშირად არ შეესაბამება რეალობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნ...

მაკა ბოჭორიშვილი

1789561615

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელე...

საქართველოს პრეზიდენტი

1789560837

მსოფლიო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა

„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დემოკრატი კონგრესმენის ალ გრინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ უარყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით...

დონალდ ტრამპი

1789560649

ახალი ამბები

პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 1 წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   „საქართველოს მთავრ...

პარლამენტი