მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ განს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ განს შეხვდა.

შეხვედრაზე Changi Airports International-მა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მიმართ გამოხატა ინტერესი. როგორც საუბრისას აღინიშნა, კომპანია მონაწილეობას მიიღებს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმისა და საავიაციო სექტორებში ბოლო წლებში დაფიქსირებულ ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ტენდენცია განაპირობებს კომპანიის მხრიდან ვაზიანის აეროპორტის განვითარების მიმართ ინტერესს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და Changi Airports International-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789563150

საზოგადოება

პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის...

თორნიკე ჭეიშვილი

1789562629

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ გავრცელებული ნარატივები ხშირად არ შეესაბამება რეალობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნ...

მაკა ბოჭორიშვილი

1789561615

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელე...

საქართველოს პრეზიდენტი

1789560837

მსოფლიო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა

„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დემოკრატი კონგრესმენის ალ გრინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ უარყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით...

დონალდ ტრამპი

1789560649

ახალი ამბები

პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 1 წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   „საქართველოს მთავრ...

პარლამენტი