მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა

„ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას.

მისივე თქმით, ევროპული მისწრაფებები და ევროპული იდენტობა ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში, რის გამოც ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა ბუნებრივი პროცესია.

ოგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყანაში არსებული რეალობისგან.

„საქართველოს შესახებ ხშირად სხვადასხვა ნარატივს მოისმენთ, თუმცა ჩვენი გზავნილია - შეხედეთ ციფრებს: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, იმ პარტნიორობების მასშტაბს, რომელსაც საქართველო ავითარებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე მსჯელობისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლზე.

„შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიისა და დაკავშირებადობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილა საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოსთვის შესაძლებლობებსაც ქმნის, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც და აღნიშნა, რომ სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვანი რეგიონია ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

„თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთი კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ინტენსიური დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პარალელურად ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან, რაც, მისი თქმით, ქვეყნის მნიშვნელოვანი როლის შემდგომ გაძლიერებას ემსახურება.

მინისტრმა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზეც ილაპარაკა.

„საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

თემატურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი აბდულა ბინ ტუკი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჰიქმეთ ჰაჯიევი. სესიას მოდერაციას უწევდა „ევრონიუსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პედრო ვარგას დავიდი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789563150

საზოგადოება

პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის...

თორნიკე ჭეიშვილი

1789562629

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ გავრცელებული ნარატივები ხშირად არ შეესაბამება რეალობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნ...

მაკა ბოჭორიშვილი

1789561615

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელე...

საქართველოს პრეზიდენტი

1789560837

მსოფლიო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა

„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დემოკრატი კონგრესმენის ალ გრინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ უარყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით...

დონალდ ტრამპი

1789560649

ახალი ამბები

პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 1 წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   „საქართველოს მთავრ...

პარლამენტი