გიორგი მდივანი: აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის აშკარა დაპირისპირებაა - აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი ლიდერებით ცდილობს ფუნდამენტურად ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების დაცვას და პირდაპირ ბრიუსელს უპირისპირდება
„ევროკავშირში ელექტორალურად ტრამპიზმის გამარჯვება ერთი ციკლით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. იქ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საგანია“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა გიორგი მდივანმა.
მან ისაუბრა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე რიგი თემების მიმართ. მისივე თქმით, კარგად უნდა განვასხვაოთ, რომ ევროპა ევროკავშირს არ უდრის და ევროკავშირიც უკვე ძალიან ფრაგმენტირებულია.
„აშკარა დაპირისპირებაა სახეზე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის. ანუ, აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი ლიდერებით: ორბანი, პოლონეთში იგივე ნავროცკი, ჩეხეთში - ბაბიში და ასე შემდეგ, ცდილობს ფუნდამენტურად ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების დაცვას და პირდაპირ ბრიუსელს უპირისპირდება.
დასავლეთ ევროპაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტს აქტიურობენ და მავნებლობენ იმ ქვეყნის ლიდერები, რომელთაც არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ საკუთარ ქვეყნებში. ვგულისხმობ, პირველ რიგში მაკრონს, რომლის რეიტინგიც ისტორიულ მინიმუმზეა; ასევე ფრიდრიხ მერცი, რომელიც ცდას არ აკლებს უკრაინის ომის გაჭიანურებას და იქ უკვე მისი პარტია საზოგადოებრივი გამოკითხვებით აღარ არის პირველ ადგილზე. ასევე, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ევროკავშირი დატოვა, მაგრამ მისი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე კონტროლდება და იმართება გლობალური „დიფ სთეითის“ მიერ და ეს ჩვენი მოსაზრება არ არის. ამას ამბობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ბრიტანელი პოლიტიკოსი და ამჟამად პირველ ადგილზე მყოფი „რეფორმის პარტიის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი. ეს კარგად ჩანს მათ მიერ გატარებული პოლიტიკით და სახეზე გვაქვს ეს დაპირისპირება, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში ელექტორალურად ტრამპიზმის გამარჯვება ერთი ციკლით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. იქ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საგანია“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.
მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალ დოკუმენტში პირდაპირ მხარდაჭერაა გამოხატული მემარჯვენე ევროპელი პატრიოტების მიმართ.
1765547359
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ...
1765546737
ახალი ამბებილევან მახაშვილი: რუსეთმა თუ გადაწყვიტა სადღაც მონაწილეობა, ამის გამო სათოფეზე არ გავეკაროთ ამა თუ იმ ორგანიზაციას და პლატფორმას, ეს არის საქართველოს ინტერესი?
სხვების დღის წესრიგით ვერ ვივლით, არც რუსეთის, მით უმეტეს, მისი პრეზიდენტის და არც არავის, აშხაბადში კონფერენციის მიზანი არ ყოფილა რუსეთთან რაიმე ფორმით შეხვედრა, გასაუბრება, მით უმეტეს, მოლაპარაკებებ...
1765544761
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1765543163
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეროვნული ინტერესი დაიცვა სწორედ იმ პუტინთან, რომელსაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და რომლის თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი
კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმა ეროვნული ინტერესი სწორედ იმ პუტინთან დაიცვა, „ვისაც...
1765541375
საზოგადოებალევან მახაშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია – სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...





























