პროკურატურამ თაღლითობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოდან ამავე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში და ქ. რუსთავში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვისი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს. აღნიშნული ქმედებით ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამ დაზარალებულს საერთო ჯამში 11 100 ლარი გამოართვეს, ერთი დაზარალებულისაგან კი 600 აშშ დოლარის დაუფლებას შეეცადნენ.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

საზოგადოებას უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ბრალდებულებს საერთო ჯამში უფიქსირდებათ, სავარაუდოდ, იდენტური დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 100-ზე მეტი ფაქტი, რომელთაგანაც თითქმის ყველა შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას ისინი გამართლებული იქნენ. შესაბამისად, გამოძიების მიერ მოხდა დამატებით ახალი მტკიცებულებების მოპოვება, რის შედეგადაც დაკავებული იქნა კიდევ 1 (ერთი) პირი. საერთო ჯამში, გამოძიების მოცემულ ეტაპზე გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომელთაგან დაკავებულია 5 (ხუთი) პირი.

როგორც აღვნიშნეთ, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დეტალური შესწავლა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენისას გაუქმდება დაზარალებულ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები და მოხდება როგორც ფიზიკური, ისე სადაზღვევო კომპანიებზე მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765546737

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: რუსეთმა თუ გადაწყვიტა სადღაც მონაწილეობა, ამის გამო სათოფეზე არ გავეკაროთ ამა თუ იმ ორგანიზაციას და პლატფორმას, ეს არის საქართველოს ინტერესი?

სხვების დღის წესრიგით ვერ ვივლით, არც რუსეთის, მით უმეტეს, მისი პრეზიდენტის და არც არავის, აშხაბადში კონფერენციის მიზანი არ ყოფილა რუსეთთან რაიმე ფორმით შეხვედრა, გასაუბრება, მით უმეტეს, მოლაპარაკებებ...

ლევან მახაშვილი

1765544761

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1765543163

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეროვნული ინტერესი დაიცვა სწორედ იმ პუტინთან, რომელსაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და რომლის თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმა ეროვნული ინტერესი სწორედ იმ პუტინთან დაიცვა, „ვისაც...

ბაჩო ოდიშარია

1765541375

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია – სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...

ლევან მახაშვილი

1765540485

ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „იანვარ-ნო...

ეკონომიკის სამინისტროეკონომიკის სამინისტრო