ლევან მახაშვილი: რუსეთმა თუ გადაწყვიტა სადღაც მონაწილეობა, ამის გამო სათოფეზე არ გავეკაროთ ამა თუ იმ ორგანიზაციას და პლატფორმას, ეს არის საქართველოს ინტერესი?
სხვების დღის წესრიგით ვერ ვივლით, არც რუსეთის, მით უმეტეს, მისი პრეზიდენტის და არც არავის, აშხაბადში კონფერენციის მიზანი არ ყოფილა რუსეთთან რაიმე ფორმით შეხვედრა, გასაუბრება, მით უმეტეს, მოლაპარაკებების გამართვა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა განგრძონით ოკუპაციაზე იმ დოზით და იმ სიღრმით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე.
„არანაირი კვეთა არ ჰქონიათ. საერთო ფოტო არ გადაუღიათ, კონფერენციის მონაწილეებმა გადაიღეს ფოტო. სამწუხაროდ, ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში კონკრეტული მიზნით იმყოფებოდა, მშვიდობის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, თურქმენეთის, ჩვენი პარტნიორის პატივისცემის ნიშნად. მან თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე – ოკუპაციაზე.
ამ კონფერენციის მთავარი თემა მშვიდობა იყო და პრემიერ-მინისტრის გამოსვლისაც. თავის სიტყვაში აღნიშნა ოკუპაციაც და ხაზი გაუსვა, ზოგადად, სუვერენიტეტის პატივისცემას. ეს აღნიშნა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის პირისპირ და თანდასწრებით, თქვა იმ სიღრმით და ხარისხით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე სათქმელად.
სხვა არანაირი კვეთა, ფორმალური თუ არაფორმალური, გასაუბრება, შეხვედრა არ ყოფილა, არც იქნებოდა. ეს არც იყო ამ კონფერენციის მიზანი. ჩვენ სხვების დღის წესრიგით ვერ ვივლით, არც რუსეთის, მით უმეტეს, მისი პრეზიდენტის და არც არავის. ამ კონფერენციის მიზანი არ ყოფილა რუსეთთან რაიმე ფორმით შეხვედრა, გასაუბრება, მით უმეტეს, მოლაპარაკებების გამართვა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი.
„იმის გამო, რომ რუსეთმა სადღაც გადაწყვიტა მონაწილეობა, ამის გამო სათოფეზე არ გავეკაროთ ამა თუ იმ ორგანიზაციას და პლატფორმას, ამას მეუნებით, ეს არის საქართველოს ინტერესი? ამ კონფერენციის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა განგრძონით ოკუპაციაზე იმ დოზით და იმ სიღრმით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1765541375
საზოგადოებალევან მახაშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია – სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...
1765540485
ახალი ამბებიეკონომიკის სამინისტრო: 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „იანვარ-ნო...
1765536212
საზოგადოებალევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ევრობიუროკრატიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს აქვეყნებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ევრობიუროკრატიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ტრამპის ადმინისტრაციი...
1765534611
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ
„მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ...
1765534226
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე
ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ...


























