გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს.
როგორც პატარიძე განმარტავს მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არც ერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.
„სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ პენიტენციური სამსახურის მისამართით ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილებით 2026 წლის მარტიდან დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული ყველა ვიდეომასალის დაარქივება ხორციელდება.
„დამატებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, უკვე მიმდინარე წლის 3 მარტიდან ხორციელდება ვიდეომასალის დაარქივება, რომელიც სრულად მოიცავს მსჯავრდებულ დავითაძის საკანში ყოფნის პერიოდს, ასევე მის ყველა გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
მისვე თქმით, პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას ყველა დაინტერესებულ მხარეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით არსებული ვიდეომასალები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასცეს.
მანვე მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული განცხადებებისგან.
გიორგი პატარიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაწეული მაღალკვალიფიციური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პენიტენციური სამსახურის უკლებლივ ყველა თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
1790170117
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების...
1790169838
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...
1790168832
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1790168573
საზოგადოებაპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1790167737
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს
„აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს“, - ამის შესახებ ეკო...


























