ირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე

დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის შეცვლა განსაკუთრებით 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოიკვეთა.

„ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე. სამწუხარო იყო ის, რომ საქართველოსთან ეს პოლიტიკური დიალოგი და საქართველოს სვლა ევროკავშირის მიმართულებით, რომელიც ძალიან წარმატებული იყო და მიზანმიმართულად კარგად მიმდინარეობდა, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მთელი ჯაჭვის ზეგავლენის ქვეშ მოხვდა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მკვეთრად და მკაფიოდ გამოიკვეთა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, 2022 წელს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა კონფრონტაციასა და საომარ დაპირისპირებაში რუსეთის ფედერაციასთან, რასაც ძალიან მწვავე და უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვებოდა როგორც უკრაინის, ასევე სხვადასხვა ლიდერის მხრიდან და ისინი განსაკუთრებით უტევდნენ საქართველოს ხელისუფლებას და მოითხოვდნენ, რომ საქართველო ყოფილიყო უკრაინასთან ერთად ძალიან აქტიური რუსეთთან დაპირისპირებაში.

„დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი. ამას მოჰყვა მცდელობები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში პირდაპირი ჩარევისა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ ის ძალები, რომლებიც უკრაინასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ყველა ნაბიჯზე წამსვლელები იქნებოდნენ და დავინახეთ ჩვენ ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან აბსოლუტურად არაკორექტული პოზიცია. ეს პოლიტიკური მოცემულობა იყო, რამაც ეს ყველაფერი აქამდე მოიტანა. ბუნებრივია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ ჩაებმებოდა ასეთი შანტაჟის, ჩარევის, ზეწოლისა და ქვეყნისთვის უკიდურესად დამანგრეველი პოლიტიკის ფერხულში იმისათვის, რომ ვიღაც შეგვაქებდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა დაინახეს, რომ საქართველოს არ უღალატია თავისი გეოპოლიტიკური არჩევანისთვის, არც დემოკრატიული პრინციპებისათვის, მაგრამ მოახერხა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790171285

ახალი ამბები

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავ...

გიორგი პატარიძე

1790170117

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების...

ცოტნე ანანიძე

1790169838

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...

პროკურატურ

1790168832

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ზოგადი

1790168573

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...

პროკურატურა