გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანება სურთ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და რადიკალურ ჯგუფებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.
„აფხაზეთთან დაკავშირებით სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები არ არის პროვოკაცია, ეს ჩვეულებრივი მიზანმიმართული გეგმაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდათ.
ლოგიკას რომ მივყვეთ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა - აფხაზეთთან ჩვენ ვერ შევრიგდებით, ეს ფაქტია და ამას ვერაფერი შეცვლისო, იგივე გაიმეორა ბარამიძემაც, ოღონდ უფრო რთული ფორმით. გვარამიამ საერთოდ ამ „მენტალური ტვირთისგან“ გათავისუფლებისკენ მოგვიწოდა, რადგან, სხვა შემთხვევაში, წინ ვერ წავალთო.
ასეთი რიტორიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა - ამ რადიკალურ ჯგუფებს სურთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ყოველგვარი უფლებებისა და სუვერენიტეტის გარეშე, მუნიციპალიტეტის დონეზე.
მოლდოვის მსგავსად, რომელიც რუმინეთს იმიტომ შეუერთდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო.
ნატო გვინდა იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ტერიტორიები, მაგრამ ამ კავშირში გაწევრიანების საფასური თუ საკუთარი მიწების დაკარგვაა, მაშინ სად არის ლოგიკა?!
ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] მენტალურად მონები არიან. ევროკავშირი მათთვის წმინდათაწმინდაა, ხოლო ევრობიუროკრატებისგან წამოსული ნებისმიერი მოთხოვნა - წმინდა გზავნილი.
კიდევ უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, 2008 წლის ომი სააკაშვილმა, მისი თქმით, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით დაიწყო.
თუკი სააკაშვილი ამტკიცებს იმას, რომ მას უნდა დაეცვა საკუთარი ტერიტორია, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ აფხაზებთან შერიგება წარმოუდგენელია (მაშინაც და ახლაც), აქ ისმის კითხვა - რატომ წამოიწყო ეს პროცესები კონსტიტუციური წესრიგის დამყარების საფარქვეშ, ან როგორ აპირებდა ამის განხორციელებას - აფხაზების ჩახოცვის ხარჯზე?
შესაბამისად, ეს ადამიანები - სააკაშვილიც, გვარამიაც და ბარამიძეც - ასეთი განცხადებებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. აქ არაფერ შუაშია წამოცდენა, ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1790171285
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავ...
1790170117
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების...
1790169838
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...
1790168832
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1790168573
საზოგადოებაპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...



























