გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები
„სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.
სოსიაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, ის იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით დასჯილი.
„ასეთი გადაცდომა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ამისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, ის იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით დასჯილი.
რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები, რა დღეში აგდებდა მათ სახელმწიფო, პოლიცია. როგორ დევნიდა მათ ოჯახებს და როგორ გაუმწარეს მათ სიცოცხლე“, - აღნიშნა მან.
1781353075
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია
გუშინ მოდელირებული ქრონიკის შემოქმედებმა წარსულის მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, უკვე დასჯილი პოლიციელები კი საზოგადოებას დაუმალეს. წინასწარ მომზადებული ნაც-ბაბლი ააქოთქოთეს და, როგორც...
1781353000
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა
ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო...
1781350101
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: „ნაცების“ დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება, - წერს ჟურნალისტი ლი...
1781347672
საზოგადოებადავით მათიკაშვილი „ტვ პირველზე“: არის მცდელობა, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია
ეს არის „ტვ პირველის“ მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილ...
1781346946
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომელი კანონი უნდა შევიტანოთ პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განვიხილოთ, ან რომელი კანონი უნდა გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ან ცვლილება შევიტანოთ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ვერავინ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლე...


























