გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა
ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი სახეა. ამით პირდაპირ შეურაცხყო ათასობით ის პატიოსანი სამართალდამცველი, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
ზერეკიძის განცხადებით, სიუჟეტის ავტორმა შეგნებულად დაუმალა საზოგადოებას რეალური ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული დანაშაული უკვე გამოძიებულია და დამნაშავეებიც დაპატიმრებულნი არიან. მიზეზი კი, მისი განცხადებით, საზოგადოებაში შიშის და უნდობლობის დათესვაა.
“პოლიციელის მხრიდან ჩადენილი ძალადობა უმძიმესი დანაშაულია და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. დამნაშავე ყოველთვის უნდა ისჯებოდეს კანონის სრული სიმკაცრით.
ზუსტად ასევე, უმძიმესი დანაშაულია საზოგადოების გამიზნული მოტყუება და საინფორმაციო მანიპულაცია, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ყოველდღიურად კადრულობენ. ადამიანებს არავინ უნდა აცხოვრებდეს სიყალბეში და დეზინფორმაციის გავრცელება შესაბამისად უნდა ისჯებოდეს.
ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი სახეა. ამით პირდაპირ შეურაცხყო ათასობით ის პატიოსანი სამართალდამცველი, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას.
ყველაზე დიდი უსინდისობა კი ის არის, რომ ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა. ანონსშიც და სიუჟეტშიც ეს რეალობა უბრალოდ გააქრეს, რათა ხალხში შიში და უნდობლობა დაეთესათ. პირადად მე ნაცების მიერ, ხალხის დასაზაფრად დადგმული „მოდელირებული ქრონიკა“ გამახსენდა. თუმცა რა არის გასაკვირი იმაში რომ მელაძე ნაცების მეთოდით ზაფრავდეს საზოგადოებას, განა არ გვახსოვს, მიშამ რომ უთხრა სოფო ნიჟარაძეს ნარნარი ხმით, ნოდარა მელაძე უნდა იყოს ფილდ კომანდერიო. ნიჟარაძის პასუხიც გვახსოვს. შენ გახსოვს, ნოდარ?
კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის „სისტემურ პრობლემად“ გასაღება ჩვეულებრივი ტყუილია. ნამდვილი სისტემური დანაშაული ის იყო, რასაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ვხედავდით, როცა ძალადობა ოფიციალური პოლიტიკა იყო და მის პოპულარიზაციას პირველ რიგში ჯალათი სააკაშვილი ეწეოდა და ამასვე ითხოვდა ყველასგან.დღეს სახელმწიფო ასეთ ფაქტებს არ მალავს. პირიქით, სწორედ ის არის სისტემის სიჯანსაღისა და სახელმწიფოს სიძლიერის მთავარი ნიშანი, რომ დანაშაულზე რეაგირება არის მყისიერი, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს,”- წერს გიორგი ზერეკიძე.
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...































