დავით მათიკაშვილი „ტვ პირველზე“: არის მცდელობა, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია

 ეს არის „ტვ პირველის“ მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.

მათიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია.

„ეს არის „ტვ პირველის“ მხრიდან მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინოს შსს-სი, ზოგადად სახელმწიფო უწყებების, ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით, საზოგადოებაში შეიტანოს შფოთი, თითქოს სახეზეა რაღაც სისტემური დანაშაული. ეს არის მტკნარი სიცრუე. თუ მათ უნდათ, ნახონ სისტემური დანაშაულები, 2012 წლამდე უნდა გადავიდნენ.

სამწუხაროდ, არის კონკრეტული ფაქტები კონკრეტული დარღვევის, რომელებზეც სახელმწიფო მაქსიმალურად ადეკვატურია და ასეთ ფაქტებს იძიებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე

1784020536

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“

„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...

ირაკლი რუხაძე

1784020469

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...

ირაკლი რუხაძე

1784019132

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

ბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ დეზინფორმაც...

გოგა ხაინდრავა