ლიზა გეგეჭკორი: „ნაცების“ დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი

 არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსს ეხმიანება და ამბობს, რომ ძალიან უნდათ „ნაცებს“, ხელისუფლებამ ჩაიდინოს რაიმე, რაც აჩვენებინებს, რომ “ოცნება” ნაცებივით იქცევა, მაგრამ ვერ მიაღწევენ, რადგან “ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არ დაუშვებს ვინმეზე ხელის დაფარებას.

“ძალიან უნდათ პირველ რიგში ნაცებს, რომ ოცნების ხელისუფლებამ ჩაიდინოს რაიმეისეთი, რაც მათ ტვ უკანასკნელებს აძახებინებს და აჩვენებინებს, რომ ოცნება ნაცებივით იქცევა. მართლა ოცნებად აქვთ ქცეული და ვერა და ვერ აღწევენ ამას....

გეტყვით რატომ ვერც მიაღწევენ - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არ დაუშვებს ვინმეზე ხელის დაფარებას, ეს მეტი როგორ უნდა დაუმტკიცოს სრულიად ურწმუნო ადამიანსაც კი, არ ვიცი... მეორეც ერთი იმიტომ, რომ ოცნების გუნდი, ნაცებისგან განსხვავებით, ადამიანებისგან შედგება და არა მანიაკებისგან. ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი. არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება.

ის ფაქტი, რომ დაწყებული პრემიერიდან, საჯარო გამოსვლებში, თუ ქმედებებით, უმაღლესი თანამდებობის პირები იბრძვიან ამ მანკიერი, მე ვიტყოდი, ნაცური მეთოდების წინააღმდეგ, პოტენციურ მოძალადეს იმასაც აიძულებს, ორჯერ დაფიქრდეს სანამ პოლიციელის მუნდირის გასვრას მოინდომებს. სამწუხაროდ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ კვლავ მოინდომოს ვინმემ საკუთარი კომპლექსების ძალადობრივი ქმედებებით კომპენსირება და სწორედ აქ მაქვს ოცნების დღევანდელი შემადგენლობის იმედი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება”- წერს გეგეჭკორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე

1784020536

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“

„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...

ირაკლი რუხაძე

1784020469

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...

ირაკლი რუხაძე

1784019132

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

ბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ დეზინფორმაც...

გოგა ხაინდრავა