თორნიკე ჭეიშვილი: რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა

 რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, თვითონ თემა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ძალიან გაცვდა როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური შანტაჟისა.

„რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა. როდესაც ერთის მხრივ არის უსამართლო დამოკიდებულება, ხოლო მეორე მხრივ ჩვენს ხელთ არსებობს სიმართლე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი ამ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში, რა თქმა უნდა, საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს. ტრადიციულად, დგება იმ მხარეს, სადაც არის სიმართლე.

მგონია, რომ თვითონ თემა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ძალიან გაცვდა როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური შანტაჟისა. ბრიუსელი რაც უფრო ადრე მიხვდება იმას, რომ დროა თავი დაანებოს ქვეყნის, ხელისუფლების და ჩვენი ხალხის დაშანტაჟების მცდელობას, მისთვისვე იქნება უფრო კარგი, ვინაიდან მასაც თავის მხრივ, ამ თემებით ძალიან სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება. მათ შორის, ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784025434

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...

რატი იონათამიშვილი:

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე

1784020536

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“

„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...

ირაკლი რუხაძე

1784020469

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...

ირაკლი რუხაძე