გიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება - პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც

19 ოქტომბრიდან, დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ახალი პროგრამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებულმა ინიციატივამ, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფას. უკვე ორშაბათიდან, დილის 9 საათიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ იუსტიციის სახლებში ელექტრონული ფორმით მივიღებთ განაცხადებს და დავიწყებთ მათ დამუშავებას. კომპენსაციები გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით, იქამდე, სანამ მთავრობის მიერ ამ პროგრამისთვის გამოყოფილ 58 მილიონ ლარს არ გავხარჯავთ. კომპენსაციების გაცემა განაცხადების მიღების დასრულდებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში დაიწყება. როგორც აღვნიშნე, მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, იქამდე, სანამ ერთი დევნილი ოჯახი მაინც იქნება ამ პროგრამაში ჩართვის მოსურნე,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მიუხედავად 45-დღიანი ვადისა, როგორც კი გარკვეული რაოდენობის განაცხადები დაგროვდება, დევნილთა სააგენტო, პროცესის სწრაფად წარმართვის მიზნით, მონიტორინგის დაიწყებს.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა, პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კრიტერიუმებზე. ცაგარეიშვილის განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირს, არ ჰქონდეს სახელმწიფოსგან მიღებული საცხოვრებელი ფართი ან რაიმე სახის კომპენსაცია:

„ორი მთავარი ამოსავალია პროგრამაში მონაწილეობისთვის, როგორც დევნილს, არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი სახელმწიფოს მხრიდან და უნდა იყო დევნილის სტატუსის მქონე, სხვა კრიტერიუმი გამორიცხეთ. იმისათვის, რომ სწრაფი ტემპით წასულიყო ამ პროგრამის განხორციელება, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსენით კომპენსაციის მიღების გზაზე და მგონია, რომ ეს შეძლო მინისტრის ბრძანებამ, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში. ამ პროგრამის ფარგლებში, დევნილს შესაძლოა ჰქონდეს, ან არც ჰქონდეს კერძო საკუთრება, ეს ხელისშემშლელ ფაქტორად არ ჩაითვლება,“ - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსახლების პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულნი იქნებიან მხოლოდ ის დევნილი პირები, რომლებიც დაბადებულები არიან 2023 წლის 1 იანვრამდე.

„ხშირია ოჯახების ხელოვნურად გაყოფის მცდელობები და სწორედ ასეთი შემთხვევების გამორიცხვის მიზნით ჩატარდება მონიტორინგი. მონიტორინგი იქნება უმარტივესი, საცხოვრებლის მიხედვით გადამოწმდებიან ოჯახები, მათი შემადგენლობა და შემდეგ უკვე გადაინაცვლებს ეს განაცხადი საკომპენსაციოდ“.

გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება დევნილთა განსახლების მიმდინარე პროგრამებიც:

„მოგეხსენებათ, ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ ბინებს, მაგალითისთვის, მომდევნო წელს, ზუგდიდში 1700-ზე მეტ ბინას გადავცემთ დევნილებს, რითაც საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ერთი ეტაპი დასრულდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისში და ქუთაისში უკვე განვასახლეთ ოჯახები, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში კი მიმდინარეობს მშენებლობები, ხუთივე საცხოვრებელ კომპლექსში ჯამში, 6000-მდე დევნილი ოჯახი დაიდებს ბინას და ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, გრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ წელს 2000-ზე მეტ ოჯახს შევუსყიდეთ სახლი,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ღირსეული საცხოვრებლით 45 000-ზე მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული, კვლავ რჩება იძულებით გადაადგილებული ოჯახების გარკვეული რაოდენობა, რომელთაც არც ერთი პროგრამით არ უსარგებლიათ. ფულადი კომპენსაციის პროგრამა დევნილთა უზრუნველყოფის ტემპის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით ამოქმედდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792159555

ახალი ამბები

არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...

პროკურატურაპროკურატურა

1792157386

ახალი ამბები

ნოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...

ნოდარ ბოკერია

1792156009

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ბიზნესი

1792154901

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს

„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...

შალვა პაპუაშვილი

1792153362

საზოგადოება

წყალდიდობა სტამბოლში - დაიღუპა 3 და დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი

სტამბოლში მოსული რეკორდული ნალექის შედეგად გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, 5 ადამიანი დაკარგულად მიი...

წყალდიდობა სტამბოლში