ირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი - „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

„მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის - „ასკანელი რეზორტის“ გახსნის ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც სასტუმრო ნომრებთან ერთად სპა კომპლექსს, კახურ ეზოსა და გასტრონომიულ სივრცეებს აერთიანებს.

„აქ არის წარმოდგენილი წამყვანი სასტუმრო ოპერატორი „ვინდჰემი“, რომლის სტანდარტებითა და პარტნიორობით არის განხორციელებული ეს პროექტი. მოხარული ვარ, რომ დაგეგმილია ამ ინიციატივის ეტაპობრივი გაფართოება. სამომავლოდ მას უნდა დაემატოს თანამედროვე საკონფერენციო და საკონცერტო სივრცეები, საცხოვრებელი ვილები. ეს ყველაფერი კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს მომავალში და აქცევს კიდევ უფრო ძლიერ ტურისტულ ცენტრად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.ეს ინიციატივა არის კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმატებული თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი და ეს თანამშრომლობა ასახავს ჩვენს ხედვას რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. სასტუმროში 35 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, ხოლო ქარხნისა და ვენახების განვითარებაში 70 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ყველაფერი ამ ინიციატივის მასშტაბს ძალიან კარგად წარმოაჩენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აქვე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერას.

„პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ინვესტიციიდან 10 მილიონი ლარი სახელმწიფოს სუბსიდირებით დაფინანსდა. ასეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის. ასეთი ტიპის სასტუმროების მშენებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ მუდმივად მზარდია ტურისტული ნაკადები ჩვენს ქვეყანაში. გასული წელი იყო რეკორდული ტურისტების რაოდენობის კუთხით, 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა საქართველოში და ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლებმა 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა. მოხარული ვართ, რომ წლიდან წლამდე ეს მაჩვენებლები იზრდება. ამ დინამიკაში განსაკუთრებულია ბიზნესის წვლილი. აქ ხაზი უნდა გაესვას კომპანია „ასკანელის“ განსაკუთრებულ მიღწევებს, რომელიც ხარისხისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ეს ტერიტორია 400 ჰექტარ მიწას მოიცავს თავისი ვენახებით. ასკანელი არის ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ჩვენი ქვეყნიდან და წელიწადში 20 მილონზე მეტ ბოთლ ღვინოს ყიდის. ყოველწლიურად 22 ათასი ტონა ყურძნის მიღების გარანტიას აძლევს ეს კომპანია კახელ მევენახეებს.

საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიას მოპოვებული აქვს 700-ზე მეტი ჯილდო, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ხარისხი ამ კომპანიას აქვს ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებული. ასევე მისასალმებელია, რომ ეს კომპანია ხარისხიანი ღვინის წარმოებასთან ერთად, ავითარებს საქართველოში გასტრონომიულ და ტურისტულ სივრცეებს. დღევანდელი პროექტიც ამის ძალიან კარგი დასტურია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძალიან მნიშვნელოვან სიკეთეს მოუტანს ამ რეგიონს, ყვარლის მუნიციპალიტეტს და მთლიანად კახეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობა თიბისი ბანკს, ბატონ გოგა თხელიძეს, რომელიც წარმოადგენს დღეს თიბისი ბანკს ამ ღონისძიებაზე და განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოჩა ჩხაიძეს, რომელიც არის სულისჩამდგმელი ამ პროექტის, ამ ინიციატივის. მინდა, მას დიდი წარმატებები ვუსურვო. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792159555

ახალი ამბები

არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...

პროკურატურაპროკურატურა

1792157386

ახალი ამბები

ნოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...

ნოდარ ბოკერია

1792156009

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ბიზნესი

1792154901

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს

„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...

შალვა პაპუაშვილი

1792153362

საზოგადოება

წყალდიდობა სტამბოლში - დაიღუპა 3 და დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი

სტამბოლში მოსული რეკორდული ნალექის შედეგად გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, 5 ადამიანი დაკარგულად მიი...

წყალდიდობა სტამბოლში