გიორგი ვოლსკი: ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო, უნამუსო განცხადება

„ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო, უნამუსო განცხადება“, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის.
„ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო, უნამუსო განცხადება იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ორგანიზაციის წევრი უნდა იყო. ან წევრი უნდა იყო, ან დამკვირვებელი უნდა იყო, ან დიალოგში მყოფი ქვეყანა, როგორიც, ვთქვათ სომხეთი და აზერბაიჯანია. მის გარდა კიდევ 12 სახელმწიფოა ასეთი. საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის, თუმცა არ გვიკვირს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია ამჯერად ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების მიწვევა-არ მიწვევის საკითხზე. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობენ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება სამიტზე არ დაპატიჟა. ტრადიცია კი ასეთია - ღონისძიებას ესწრებიან შანხაის სამიტის წევრები და დამკვირვებელი ქვეყნის წარმომადგენლები.
1756721532
ახალი ამბებიცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების...
1756720327
ახალი ამბებიკახა კალაძე: საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები - ჩვენ მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ
„ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ყველა განცხადება, თუ წერილი მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე პრეზ...
1756719872
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციის დაპირისპირებაზე: დედაქალაქში იმდენი საქმე გვაქვს, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება, თუ პირიქით
„თავად გაერკვნენ ვინ სად და როგორ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას. „ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ა...
1756719581
ახალი ამბებიკახა კალაძე: ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება, ჩემს შესახებ ერთი კანონდარღვევა, ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ? ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია
„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშე...
1756718022
სპორტიმარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხ...