ლევან მახაშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველომ იცოდეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიცია დროულად, რათა მიიღოს შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიცია, რათა მიიღოს შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იცოდეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიცია დროულად, რათა მიიღოს შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. რაც უფრო ხანგრძლივდება ეს ბუნდოვანება და ეს პერიოდი, მით უფრო მეტად სარგებლობენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად აეხადოს ყველაფერს ფარდა და ყველაფერი გაცხადდეს. ჩვენი უპირველესი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის ამ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა და იმედი გვაქვს, რომ იგივე განწყობა იქნება ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756721532

ახალი ამბები

ცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების...

ცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრი

1756720327

ახალი ამბები

კახა კალაძე: საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები - ჩვენ მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ

„ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ყველა განცხადება, თუ წერილი მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე პრეზ...

კახა კალაძე

1756719872

ახალი ამბები

კახა კალაძე ოპოზიციის დაპირისპირებაზე: დედაქალაქში იმდენი საქმე გვაქვს, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება, თუ პირიქით

„თავად გაერკვნენ ვინ სად და როგორ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას. „ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ა...

კახა კალაძე

1756719581

ახალი ამბები

კახა კალაძე: ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ხომ შეიძლება, ჩემს შესახებ ერთი კანონდარღვევა, ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ? ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია

„ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშე...

კახა კალაძე

1756718022

სპორტი

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხ...

მარიამ ქვრივიშვილ