გიორგი ვოლსკი ლორა თორნტონზე: დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს

დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ლორა თორნტონსა და 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაზე გასამართ მოსმენა საუბრისას, სადაც თორნტონი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა.

მისივე თქმით, ლორა თორნტონი და თორნტონის ფრთა მაკკეინის ინსტიტუტში უცხოურ დაფინანსებაზე არიან.

„ლორა თორნტონი, მთელი ეს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ბრიგადა და რადიკალების კონკრეტული ლიდერები მათ კმაყოფაზე არიან - ზოგს ასპირანტი ჰქვია, ზოგს სხვა სახელი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ერთი დიდი გუნდი, „ნაცმოძრაობა“ და თორნტონის ფრთა მაკკეინის ინსტიტუტში, რასაკვირველია, მთელ ინსტიტუტს მათ პოზიციას ვერ გამოვუტანთ ახლა რაიმე დასკვნას, მაგრამ ფაქტი ეს არის და ეს არის მოცემულობა. წინა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიარა. ამ შემთხვევაშიც იქნება განხილვა, შემდეგ გარკვეული პროცედურებია გასავლელი კონგრესში. გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება ამის განვითარებას. მაგრამ, ფაქტია, ასეთი შეშფოთება, აღშფოთების ახალი ტალღა დაკავშირებულია იმ ძალების გააქტიურებასთან, რომელსაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ.

შეიძლება ვიფიქროთ, დავუშვათ და ამ დაშვებას აქვს გარკვეული საფუძველი, რომ პოზიტიური ტენდენციები გამოჩნდა, გამოიკვეთა ორმხრივ ურთიერთობაში და შეშფოთებულმა, დაფინანსებულმა ამ დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს, ამ უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ლორა თორნტონი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, თემით - „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში ენ დი აიას ოფისს ხელმძღვანელობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769259832

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ყოველთვის უნდა ეცადო, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესი და არა ის, რასაც გარედან გიკარნახებენ

მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკუთარი სამშობლოს ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, დღევანდელ...

სოზარ სუბარი

1769258651

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საია-მ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა, მათ დამალეს, რომ ხელოვნურად თითქოს სამი საჩივარი იყო შესული, ყველა ყველაფერს კარგად ხვდება

„ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საქმე არსებით განხილვაში რომ სტრასბურგის სასამართლოში გადავა, ძალიან კარგია, კიდევ ერთხელ დადასტურდება არსებული სპექტაკლი“, - ამის შესახებ საპარლამენტ...

ლევან მაჭავარიანი

1769257701

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: დებატები და საგნობრივი კამათი არის აგენტოკრატების აქილევსის ქუსლი, რადგან მათ არ შეუძლიათ საგანზე არგუმენტირებული მსჯელობა, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ ლოზუნგებით

„ზოგადად, დებატები და საგნობრივი კამათი არის აგენტოკრატების აქილევსის ქუსლი, რადგან მათ არ შეუძლიათ საგანზე არგუმენტირებული მსჯელობა. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ ლოზუნგებით და ამ ლოზუნგების უკან დგას...

ეკა

1769256829

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე: ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და ჩამონათვალში პირველ პუნქტად 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს სასტიკად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი ახსენა,...

ლევან მაჭავარიანი

1769254536

მსოფლიო

მეწყერს ინდონეზიაში 7 ადამიანი ემსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ 82 დაკარგულს

ინდონეზიაში მომხდარი მეწყერის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 82 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. სტიქია იავას პროვინციაში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. ინდ...

მეწყერს ინდონეზიაში