ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე: ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და ჩამონათვალში პირველ პუნქტად 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს სასტიკად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი ახსენა, მმართველ გუნდში გამოხმაურება მოჰყვა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ.
„ცოტა ხნის წინ, ბაჩო ახალაიას ინტერვიუც გამოქვეყნდა, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ იმ დანაშაულებს, რომელიც აქვთ ჩადენილი. წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში. ბატონი სააკაშვილი ერთის მხრივ, საუბრობს ვაზაგაშვილზე და ვაზაგაშვილთან ერთად, სხვა ახალგაზრდებიც ისხდნენ იმ მანქანაში, როდესაც დემონსტრაციულად ქუჩაში დაცხრილეს მანქანა. თუ ისინი დამნაშავეები იყვნენ, რატომ არ დაიჭირეს? ვინ მისცა უფლება, რომ ქუჩაში დღისით, მზისით ჩაეცხრილათ ახალგაზრდები? არ საუბრობს იმ ასობით ახალგაზრდაზე, ვინც ასევე, ქუჩაში იქნა დახოცილი, არ საუბრობს, თუ რა ხდებოდა ციხეში, როდესაც იქ სისტემური წამება-გაუპატიურება იყო და სტრასბურგის სასამართლომ მიანიჭა მას კვალიფიკაცია, რომ ეს დანაშაული იყო სისტემური და სისტემატური. რა ნამუსით ახსენებს საერთოდ ბატონ მოლაშვილს, ნამუსი ნამდვილად არ გააჩნია მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი როგორი წამების ქვეშ იყო და როგორი ნაწამები გამოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და სწორედ ეს წამება იყო მისი გარდაცვალების მიზეზი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1769254536
მსოფლიომეწყერს ინდონეზიაში 7 ადამიანი ემსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ 82 დაკარგულს
ინდონეზიაში მომხდარი მეწყერის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 82 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. სტიქია იავას პროვინციაში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. ინდ...
1769254323
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც მოგვისმენია ჰელსინკის კომისიისგან ბევრი ტყუილი და ცილისწამება საქართველოს მიმართ, მაგრამ სიმართლე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ასე რომ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ჩვენს ხალხსა და ქვეყანაზე ვერ გაჭრის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმიანება ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელიც აპირებს, რომ ბრიფინგი გამართოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირები...
1769251797
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ტიმოშენკოს მხარდაჭერაზე, რომელიც ზელენსკის აკრიტიკებს: აბსოლუტურად არეულ-დარეულები არიან, ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ ვის უჭერს მხარს
„არიან აბსოლუტურად არეულ-დარეულები. ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ ვის უჭერს მხარს“, - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ ტიმოშენ...
1769250531
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი? ან იქნებ, მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმ...
1769250378
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სურსათზე, მედიკამენტებზე და საწვავზე ფასები უნდა დარეგულირდეს, ფასები უნდა დაიწიოს იმ ზღვრამდე, რაც არის ლოგიკური და მიღებული ევროპულ ქვეყნებში
„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს პრემიერ-მინისტრს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ და შესაბამის დროებით კომისიას შევქმნით. სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფას...






























