გიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები
პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.
მისი თქმით, საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები.
„საზოგადოების პოლარიზაცია მოხდა იმდაგვარად, რომ ჩვენ წინ წამოვწიეთ ის მოსაზრება, რაზედაც დიდი ხანია ვსაუბრობთ. დივერსია არ ითვალისწინებს მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანას, ან იარაღს, ან ნარკოტიკების, დივერსია ასევე ფსიქოლოგიური ტერორია, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ინტენსიურად ტარდება, ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების ხელშეწყობა ფულადი რესურსების ჩათვლით, პოლიტიკური მხარდაჭერითა და განცხადებებით, რომელსაც უკვე ინსტრუქციის სახე აქვს.
ადამიანების მობილიზება გააკეთეს იმისთვის, რათა კანონისთვის დაეპირისპირებინათ. კანონთან დაპირისპირება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დისკუსიები არ უნდა იყოს, კანონის დაპირისპირებას უნდა მოჰყვეს სასჯელი, სასჯელს უნდა მოჰყვეს მაგალითად ვილსონის მიერ შემოტანილი ინიციატივა, რომ ოპონენტებს, აქ, თითქოს ფიზიკურად და არასამართლებრივად უსწორდებიან. ეს ყველაფერი მიგვაჩნია გარკვეული სცენარის ნაწილად და ამ შექმნილი პრობლემის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება, ანუ, საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები. მაგრამ დისკუსიები უნდა იყოს არა ჰაერიდან მოტანილ თემებზე, არამედ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.
მთავრობის მეთაურის ინიციატივას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებით გამოეხმაურა და მზადყოფნას გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატის ფორმატებში, რომლებსაც შექმნის ქართული მედია ან ხელისუფლება, სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე.
1769263453
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ლორა თორნტონზე: დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს
დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს, - განაცხადა...
1769262583
მსოფლიოაბუ-დაბის მოლაპარაკებები რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის დასრულდა
გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები სამი საათი გრძელდებოდ...
1769261780
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება - ჩემთვის, ამ პოლიტიკურ ძალებთან წარმოუდგენელია საუბარი, იმიტომ, რომ მათი მიზანია დამხობა და რადიკალიზმი
„სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტი...
1769261575
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 25 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ავლაბრის მოედნიდან ლ...
1769259832
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ყოველთვის უნდა ეცადო, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესი და არა ის, რასაც გარედან გიკარნახებენ
მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკუთარი სამშობლოს ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, დღევანდელ...






























