სოზარ სუბარი: ყოველთვის უნდა ეცადო, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესი და არა ის, რასაც გარედან გიკარნახებენ
მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკუთარი სამშობლოს ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში, ვიდრე ახალი წესრიგი დამყარდება სამყაროში, საქართველომ უნდა შეძლოს თავისი პოლიტიკით სამშვიდობოს გასვლა.
„შეუძლებელია, პატარა ქვეყანამ საკუთარი პოლიტიკა ბოლომდე გაატაროს და ბოლომდე დაიცვას თავისი ინტერესები, მაგრამ მაინც ყოველთვის უნდა ეცადო, დაიცვა შენი სამშობლო და არა ის, რასაც გარედან გიკარნახებენ და რაც უცხო ქვეყნებისათვის არის საინტერესო. ყოველთვის უნდა სცადო, მაქსიმალური სარგებელი წამოიღო ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაციიდან. ჩვენ ამას ვცდილობთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკა. პრაქტიკულად, ჩვენს თვალწინ ჩამოიქცა დღემდე არსებული მსოფლიო წესრიგი და ახლა მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება და ახალი წესრიგის ჩამოყალიბება. ეს პროცესი კი, სამწუხაროდ, ბევრი ომისა და სისხლის ღვრის გარეშე არ ჩაივლის.
ასეთ დროს ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს, მთლიანად საზოგადოებას განსაკუთრებული სიბრძნე, სიფხიზლე და მობილიზება გვმართებს, რომ მსხვერპლის როლში არ აღმოვჩნდეთ. დღევანდელ ვითარებაში, ვფიქრობ, გაჩნდა შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ მშვიდობით გავიდეთ სამშვიდობოს, მანამ, ვიდრე ახალი მსოფლიო გადანაწილება არ მოხდება და სამყაროში ახალი წესრიგი არ ჩამოყალიბდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ვიცე-სპიკერი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებსაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე წარმატებაა ისიც კი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბაიდენისგან განსხვავებით, საქართველოს ყოველდღიურ რეჟიმში აღარ ახსენებენ.
„გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, დანის პირზე სიარულს ჰგავს. წარმოიდგინეთ, რომ გაგრძელებულიყო ის პოლიტიკა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო: რაც არ უნდა მწვავე პრობლემა ყოფილიყო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, პირველი სამი საკითხი, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტსა თუ თეთრ სახლში გამართული ბრიფინგები იწყებოდა, საქართველოს ეხებოდა. პრეს-სპიკერები საქართველოთი იწყებდნენ საუბარს, შემდეგ კი მათ მიერვე შერჩეული ჟურნალისტი აუცილებლად დასვამდა კითხვას საქართველოში მიმდინარე პროცესზე, რასაც ასევე აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოში არსებული ვითარების ძალიან მკაცრი და კრიტიკული შეფასება, ბოლოს კი ამ შეფასებებს ქართული რადიკალური ოპოზიცია და ოპომედია აიტაცებდა და ამით იქმნებოდა ყოველდღიური დღის წესრიგი. ეს ბაკქანალია რომ დამთავრდა, უკვე ძალიან კარგია და ამით ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა. დღეს რადიკალ-ოპოზიციონერები ამბობენ - აი, ხელისუფლება ხომ ამბობდა, ტრამპი მოვა და ყველაფერი დალაგდებაო, რატომ არ აქვს ხელისუფლებას ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობა?
ჯერ ერთი, ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომები რომ არ გრძელდება, უკვე ძალიან კარგია; მეორეც, მე არ ვარ ჩახედული გადაწყვეტილებების მიღების სახელისუფლებო კულუარებში, მაგრამ ის ფაქტი, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან არ გვაქვს ყოველდღიური და მჭიდრო კონტაქტი, ასე მგონია, არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკული მხარე არ ინდომებს ურთიერთობას. მეჩვენება, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს, ზედმეტი არ იაქტიუროს და, დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში ეს, ალბათ, ყველაზე სწორი პოლიტიკაა. სხვათა შორის, ბოლო დღეებში ქართველი რადიკალების ერთ-ერთი კრიტიკის თემა ისიც გახდა, რომ ტრამპმა საქართველო არ მიიწვია მის მიერ დაანონსებულ ახალ საერთაშორისო სტრუქტურაში - მშვიდობის საბჭოში. ჯერ ერთი, ამ საბჭოში გაწევრიანებისთვის ერთი მილიარდი დოლარის გადახდაა საჭირო და არა მგონია, დღეს ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვისთვის ეს საუკეთესო დაბანდება იყოს. მეორე, სულაც უფასო რომ ყოფილიყო ამ ახალ ორგანიზაციაში წევრობა, ქართველი რადიკალები ამაზეც მოგვედავებოდნენ - რა გვინდა იქ, სადაც მიწვეულნი არიან რუსეთი, ბელორუსი, პაკისტანი, ყაზახეთი, ბაჰრეინი, მაგრამ არ არის კანადა და ევროპული ქვეყნების უმრავლესობაო.
ზოგადად, დღეს არ არის ის ვითარება, როცა არამკითხე მოამბესავით ყველგან წინა რიგებში უნდა ვცდილობდეთ ყოფნას. დღეს ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს მრავალვექტორული პოლიტიკის გატარება, რაც შეიძლება მეტი ინვესტორის მოძიება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება, რისი სივრცეც ახლა უკეთ ჩანს, ვიდრე რამდენიმე წლის ან თუნდაც რამდენიმე თვის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ბედი, რომელიც უკრაინას ერგო. როგორც ამბობენ, „აქლემების ჩხუბში კოზაკები იჭყლიტებიან“. ჩვენ დღეს ამას გადავრჩით, უკრაინა, სამწუხაროდ, ვერა. რაც დღეს, უკრაინაში ხდება, არის კატასტროფა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1769256829
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ენმ-ზე: ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და ჩამონათვალში პირველ პუნქტად 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს სასტიკად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი ახსენა,...
1769254536
მსოფლიომეწყერს ინდონეზიაში 7 ადამიანი ემსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ 82 დაკარგულს
ინდონეზიაში მომხდარი მეწყერის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 82 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. სტიქია იავას პროვინციაში რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. ინდ...
1769254323
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც მოგვისმენია ჰელსინკის კომისიისგან ბევრი ტყუილი და ცილისწამება საქართველოს მიმართ, მაგრამ სიმართლე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ასე რომ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ჩვენს ხალხსა და ქვეყანაზე ვერ გაჭრის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმიანება ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელიც აპირებს, რომ ბრიფინგი გამართოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირები...
1769251797
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ტიმოშენკოს მხარდაჭერაზე, რომელიც ზელენსკის აკრიტიკებს: აბსოლუტურად არეულ-დარეულები არიან, ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ ვის უჭერს მხარს
„არიან აბსოლუტურად არეულ-დარეულები. ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ ვის უჭერს მხარს“, - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ ტიმოშენ...
1769250531
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი? ან იქნებ, მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმ...






























