გიორგი ვოლსკი: მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი - ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. კამიტით მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბამისად, ცდილობენ, ვენესუელაში, ნეპალში ან ირანში მიმდინარე პროცესებმა, სხვაგვარი აღქმა პოვოს საზოგადოების იმ ნაწილში, „რომელიც აპროტესტებს რაღაცას, მაგრამ, გაუგებარია მათი პროტესტი, ვინაიდან, არც არჩევნები გაყალბებულა, არც საგარეო კურსი შეცვლილა და ეს ყველამ კარგად იცის".
მისი განცხადებით, ერთი წლის შემდეგ, ე.წ. მოწამვლის არგუმენტებია, რომ თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა და ძაღლი ორი კვირის მანძილზე, პატრონს ვერ ცნობდა.
„მოწამვლის თემა, ერთი წლის შემდეგ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო სიუჟეტი, თითქოსდა ქართველ ოპოზიციონერ მედიკოსებზე დაყრდნობით. არც მათ უთქვამთ რამე ასეთი, არანაირი ანალიზი არ ჩატარებულა და ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და მეორეა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა ორი კვირის განმავლობაში. ამას სარკაზმით არ ვამბობ, სხვა ვერაფერი არგუმენტი, ვერავინ წარმოადგინა. გამოძიების მასალები, კომპეტენტურმა სტრუქტურამ მოამზადა, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს, გაეცნოს და მიხვდება, რომ სამწუხაროდ, არის აუცილებლობა, რომ გამოყენებული იქნა გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია. სამწუხაროა, რომ ამ ნივთიერების გამოყენების წინაპირობა შეიქმნა." - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...
1788636454
მსოფლიოვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა
„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშე...
1788634125
ახალი ამბებიწყალბურთში „აპოლომ“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სერბი თავდამსხმელი დაიმატა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა – „აპოლოში“ სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩე...
1788632987
ახალი ამბებიზუგდიდის მერიის მხარდაჭერით 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ურეკში დაისვენებენ
ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები , რომლებიც პედიატრების ჩვენებით, სა...






























