ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 1-ელ იანვარს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა ლ.ჩ.-მ საკუთარ შვილთან ერთად ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე და მეზობელზე, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

8 იანვარს, ლ.ჩ. მეზობლის საცხოვრებელ სახლში მივიდა და შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დააკავეს. ლ.ჩ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (გამზრახ მკვლელობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მის შვილს ბრალდება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768823903

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: კაია კალასის ქმედებები არ შეესაბამებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის იმ ჯანსაღ გარემოს, რომლის შექმნისთვისაც საქართველო წლების განმავლობაში იღვწოდა

„კარგად გვახსოვს კაია კალასის მხრიდან უამრავი უსამართლო თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაზე“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მა...

დავით მათიკაშვილი

1768823752

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს

ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, - ამის შესახებ პარტია...

ააა

1768823138

ახალი ამბები

გია ვოლსკი: კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედველი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარ...

გიორგი ვოლსკი

1768820785

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი

„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგ...

ლევან მახაშვილი

1768818702

ახალი ამბები

პრემიერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის პოსტს პრემიერი X-ზე აქვეყნებს. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევი...

ირაკლი კობახიძე