ლევან მაჭავარიანი ფიშერთან რადიკალების შეხვედრაზე: იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ მსხვერპლად შესწირავენ რომელიმე მომიტინგეს, უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა
მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
იგი ელჩ პეტერ ფიშერთან რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრების შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც „ქრონიკის“ ინფორმაციით საელჩოში 15 იანვარს გაიმართა.
„არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბატონი ფიშერი მოუწოდებს რადიკალებს - აქციები თავის ძალას კარგავს, დიდი ხანია, დაკარგული აქვს და იმისთვის, რომ მათ მუხტი მოემატოს, უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი. კერძოდ, უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რომ ამ აქციას მუხტი მიეცეს.
მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა და აჟიოტაჟის ხელოვნურად გაზრდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1768639621
მსოფლიორუსეთი და უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ცეცხლის...
1768636652
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით 4 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით 4 პირი - 1998 წელს დაბადებული თ.ტ., 2000 წელს დაბადებული გ.ტ., 2005...
1768636145
ახალი ამბებირიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველ ქალბატონს ნათლისღების მოახლოებული დღესასწაული მიულოცა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მარტოხელა ქალბატონი ირინა ბერაია მოინახულა, მას ნათლისღების მოახლოებული დღესასწაული...
1768636040
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე: როგორც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს სამართლებრივად ოკუპანტი რქმეოდა, ზუსტად ანალოგიურად, ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ საქართველოს სიმართლის ხმა ისმოდეს ყველა დონეზე
ყველა მექანიზმი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა თავისი სიმართლე დაამტკიცოს, მათ შორის სამართლებრივ დონეზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმ...
1768635163
მსოფლიოევროკავშირის ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ მოუწოდა ავიაკომპანიებს, რომ ირანის თავზე არ იფრინონ
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) მოუწოდა ავიაკომპანიებს, რომ ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან თავი შეიკავონ. ფრენისგან თავშეკავება „ყველა სიმაღლეზე“ უნდა მოხდეს. ინფორმაციას Deu...































