გიორგი ვოლსკი ვიზალიბერალიზაციაზე: მგონია, რომ არ იქნება მთელი საზოგადოებისთვის გამოყენებული ეს მახვილი, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში
მგონია, რომ არ იქნება მთელი საზოგადოებისთვის გამოყენებული ეს მახვილი, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მოლოდინი იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ნაკლებია.
„თავის პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ საქართველოს მიმართ. არ მინდა დავამძიმო ტერმინოლოგია მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს დღეს განიხილავენ ბრიუსელში საზარბაზნე ხორცად. რეალურად ამ ომში, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, რა საკვირველია საქართველოს ფაქტორს თავისი როლი და ადგილი ეკუთვნის მათი გაგებით. ჩვენი გაგებით არანაირად არ არის ჩვენს ინტერესებში ამ პროცესებში ჩართვა. თუ კი ჩვენ არ ვემთხვევით ევროკავშირს იმაზე, რომ ეკონომიკურ სანქციას ვერ ვუწესებთ რუსეთს, მათ რომ დაუწესეს რა ქნეს ახლა?! - ენერგორესურსებს არ ყიდულობენ თუ თევზს არ ყიდულობენ თუ ღვინოს არ ყიდიან რუსეთში გაცილებით მათზე მეტს, ვიდრე მთელი საქონელბრუნვა გვაქვს რუსეთთან. ეს მცირე მაგალითები მოვიყვანე ჩვენს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებისა, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანას არ მოსწონს. მათ შორის წამყვან ევროპულ ქვეყნებსაც. გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ ევროპაშიც ხმა ამოიღეს, საზოგადოების ინტერესები ძალიან ბევრ შემთხვევაში არ ემთხვევა ბრიუსელის ინტერესებს და ძალიან დაბალი პროცენტი აქვთ იმ ლიდერებს, რომელიც წამყვანი ქვეყნების სათავეში დგანან. ასე, რომ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის.
გავიგეთ, რომ ჩვენთან, ხელისუფლების მიმართ ამ მიზეზებით აქვთ შეუთანხმებლობა. ჯერ ერთი ვერაფრით ამტკიცებენ, რომ საგარეო კურსი შეიცვალა. როცა ვეკითხებით, რომ რა გინდათ, ხელისუფლება, რომელიც უნდა მოვიდეს ჩვენ მაგივრად და რომელსაც ჩვენ მარიონეტულს ვეძახით, რა უნდა გააკეთოს განსხვავებული იმისაგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რუსეთთან მიმართებაში. გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური სანქციები და საომარ პროცესებში აქტიური მონაწილეობა. ვერ წავალთ ამაზე. თუნდაც დავისაჯოთ, ხელისუფლება მაქვს მხედველობაში. მაგრამ როცა ხედავ, რომ შანტაჟის ეს ბიუროკრატიული მექანიზმი ხელიდან გეცლება არის საშიშროება იმისა, რომ მთელს საზოგადოებას დაეტაკონ და განურჩევლად ყველას დაუწესონ სავიზო რეჟიმი მხოლოდ იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ. მაგრამ ამის პერსპექტივა ძალიან ნაკლებია. მოლოდინი უკეთესი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
1767094338
ახალი ამბებიცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2025 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა. მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მი...
1767094067
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორისთვის ჯარიმების პატიება არის ამ დარგის მნიშვნელობის ხაზგასმა და ასევე იმის აღიარებაც, რომ შესაძლებელია, სახელმწიფოს მხარესაც არაერთი გამოწვევა იყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯარიმების პატიებით...
1767091968
ახალი ამბებისოსო შატბერაშვილი: იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც კეთილდღეობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს, ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს ხელისუფლების პოზიცია
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი საქართველოს საგარეო კურსის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს და ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ევროკავშირი აღარ არის...
1767091031
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რაზეც ისტერიკას ტეხენ „ნაცები“, ეს ნიშნავს რომ სწორ გზაზე ვდგავართ
„რაზეც ისტერიკას ტეხენ „ნაცები“, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“. დეპუტატი გამოეხმაურა იმ ი...
1767090175
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის გაურკვეველი წარმომავლობის პარტიის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საუკუნის პროექტს „აჰაჰავებს“ - გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, არაფერი გაკეთებულა
„ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის, პატიოსან სიტყვაზე შეკოწიწებული პარტიის გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საქართველოს მასშტაბით მართლაც საუკუნის პროექტს აჰაჰავებს“,...





























