ვახტანგ ცინცაძე: „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა

 მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ბიზნესისთვის მზაობის“ (B-READY 2025) მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.

აღნიშნული „B-READY“ რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა. საყურადღებოა, რომ საქართველომ „B-READY“-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც „Doing Business“-ის რეიტინგში უსწრებდნენ საქართველოს. B-READY-ის ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა. რეიტინგი თითოეულ ინდიკატორს 3 მიმართულებით აფასებს. ეს მიმართულებებია - „ოპერაციული ეფექტიანობა“, „მარეგულირებელი ჩარჩო“ და „საჯარო სერვისები“. ანგარიშის თანახმად, „ოპერაციულ ეფექტიანობაში“ საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა სინგაპურის შემდეგ.

„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767111738

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

 ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედე...

ირაკლი კობახიძე

1767110033

საზოგადოება

პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 12 ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდი...

პროკურატურაა

1767106061

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ფაქტი რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში

 „ის ფაქტი, რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქ...

გია ვოლსკი

1767103692

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ვიზალიბერალიზაციაზე: მგონია, რომ არ იქნება მთელი საზოგადოებისთვის გამოყენებული ეს მახვილი, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში

 მგონია, რომ არ იქნება მთელი საზოგადოებისთვის გამოყენებული ეს მახვილი, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკე...

გიორგი ვოლსკი

1767100440

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6951 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6955 ლარი იყო. უცვლელია ევრო, რ...

ვალუტის კურსი