პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 12 ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვაში ბრალდებული 12 პირი დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ მართავდა და ორგანიზებას უწევდა „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების საქმიანობას.
„ისინი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გურიის რეგიონში, დაშინებით, „ქურდული გარჩევით“ და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ახორციელებდნენ მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტას, ე.წ. „ქურდული სალაროსთვის“ თანხის შეკრებას და „ქურდული სამყაროს“ წევრთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულს დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული 4 პირიდან ერთს 9 წლით, 3 პირს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ 3 პირს 3 წლითა და 6 თვით, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებულ 4 პირს კი სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1767112007
საზოგადოებაპრემიერი: კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა
კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი წუყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთა...
1767111738
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის
ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედე...
1767107621
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა
მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სა...
1767106061
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ფაქტი რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში
„ის ფაქტი, რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქ...
1767103692
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ვიზალიბერალიზაციაზე: მგონია, რომ არ იქნება მთელი საზოგადოებისთვის გამოყენებული ეს მახვილი, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში
მგონია, რომ არ იქნება მთელი საზოგადოებისთვის გამოყენებული ეს მახვილი, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკე...


























