გივი მიქანაძე: 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო
„ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში
ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, ის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, არახალია და რეფორმის დაანონსების დღიდან არის ცნობილი
საზოგადოებისთვის, მათ შორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.
„უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების
ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება“, - აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძემ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას მათაც შეეხება.
„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.
საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო. შესაბამისად, მათ თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა“, - განაცხადა მინისტრმა.
1764858133
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი „ბიბისის“ ფილმზე: მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო
„მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო“, - განაცხადა გადაცემაში...
1764857069
საზოგადოებაჯეიმს სტავრიდისი: ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ვერ შეძლებს და ეს მკაცრი სიმართლეა
ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი Bloomberg-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ვერ შეძლებს და ე...
1764856418
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: დაუნდობელი ბრძოლა მიდის და ჩვენ ამ დაუნდობელ ბრძოლაში თავი უნდა გადავირჩინოთ, ესაა საქართველოს ნომერ პირველი ამოცანა
ჩვენ თუ ჰელსინკის კომისიის განცხადებებს თავიდან ბოლომდე გავყვებით, ყოველთვის ტყუილზე იყო დამყარებული. სააკაშვილი ხომ ლამის დამარხეს - ჯვარი წერია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს – მაგრამ ბოდიში მოიხადეს? ამ...
1764855363
საზოგადოებაპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1764854134
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...


























