დავით ჩიხელიძე: გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში - სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს
გაეროში რეზოლუციის კენჭისყრამ, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოების პოზიციები. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაიჯანი და თურქეთი კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ, ხოლო საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება, ამის მიუხედავად, გარკვეული ევროპული ბიუროკრატიული წრეები კვლავ გამოხატავენ უკმაყოფილებას, თითქოს საქართველოს მოქმედებები არასაკმარისია და ხშირ შემთხვევაში, არც უკრაინა იმჩნევს საქართველოს მიერ გაწვდილ მეგობრობის ხელს.
„გაეროში რეზოლუციის კენჭისყრამ, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოების პოზიციები. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაიჯანი და თურქეთი კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ, ხოლო საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ საქართველო ომის დაწყების დღიდან უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და პრინციპულ მხარდამჭერად რჩება. სამართლიანია, გავიხსენოთ, რომ საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება. ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერი იყო უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობით, საქართველომ პირველმა შექმნა უკრაინელი ბავშვებისთვის, უკრაინულენოვანი სასწავლო სექტორი, საქართველო შეუერთდა ასობით საერთაშორისო რეზოლუციასა და ინიციატივას, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს და ხალხის უსაფრთხოებას ეხებოდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული ევროპული ბიუროკრატიული წრეები კვლავ გამოხატავენ უკმაყოფილებას, თითქოს საქართველოს მოქმედებები არასაკმარისია. თუმცა ფაქტები სხვას ამბობს. გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არა სიტყვებით, არამედ პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის სათანადო აღქმა ყოველთვის არ ხდება და საქართველოს მიერ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიცია მყარია, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა ხაზს უსვამს, რომ საქართველო მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და იცავს ღირებულებებს რომლებიც საერთაშორისო სამართალს, ჰუმანურობასა და პარტნიორობის პრინციპებს ეყრდნობა“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1764854134
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1764853280
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე: კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა, მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის ეკონომიკას?
კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა. ალბათ ფიქრობს, რომ 100 ან 200 მილიონი თუ გამოუყვეს, მეტწილად არასამთავრობო სექტორისთვის, შეიძლება საფასურიც მოსთხოვოს. მაგრამ წარმოდგენა...
1764851563
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: შეშფოთებული ვართ მართული დეზინფორმაციის კამპანიისა და კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ“, - განა...
1764849711
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად
წლევანდელი წელი ეუთოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები, სუვე...
1764847513
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ქრისტიანებისთვის, ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით,...


























