პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 2 დეკემბერს, ბრალდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და თავს დაესხნენ დაზარალებულს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს.
„სამართალდამცავებმა ბრალდებულები 3 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
1764847513
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ქრისტიანებისთვის, ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით,...
1764846354
საზოგადოებათელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
თელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, ბავშვმა გზაზე გადაირბინა, მანქანის მძღოლმა კი დამუხრუჭება ვერ შეძლო. კლინიკის დი...
1764845345
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ე.წ. მეგობარ აქტზე: ვხედავთ, რომ ეს ჩაგდებულია, არავინ აპირებს ამის მიღებას, ჩვენ ველოდებით უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აშშ-ს მხრიდან
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩაგდებულია, არავინ აპირებს ამის მიღებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით განაცხადა. დეპ...
1764845209
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდ...
1764843942
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი BBC-ის სიუჟეტზე: მიხეილ სააკაშვილს რომ ვკლავდით და ვაწამებდით, იგივე სერიალის მეორე სეზონია
„მიხეილ სააკაშვილს რომ ვკლავდით და ვაწამებდით რამდენი ხანი გრძელდებოდა ეგ პროცესი ორი თუ სამი წელი, იგივე სერიალის მეორე სეზონია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...




























