თორნიკე ჭეიშვილი: საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უმჯობესი იქნება დაფიქრდნენ და შეშფოთება გამოთქვან, რომ მაკრონის რეიტინგი ახლა ისტორიულ მინიმუმზეა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაიწყეს რეზოლუციაზე მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვითომდა დემოკრატიის კუთხით უკუსვლას აქვს ადგილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უმჯობესი იქნება დაფიქრდნენ და შეშფოთება გამოთქვან, რომ მაკრონის რეიტინგი ახლა ისტორიულ მინიმუმზეა.
„როგორც ადრე, ამ შემთხვევაშიც მათ სურთ, რომ როგორმე შეცვალონ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მოიყვანონ საკუთარი მარიონეტები, რომლებიც იქნებიან პირდაპირ დავალებების შემსრულებლები და ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს საერთაშორისო აქტორებს შორის, როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს, მათ შორის იმ ძალებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ომის დასრულებით, ძალიან აღიზიანებთ და გააფთრებით ცდილობენ ნებისმიერი საშუალება გამოიყენონ იმისთვის, რომ ახალი ბერკეტები იპოვონ ამ ომის მსვლელობაზე ნეგატიური ზეგავლენის მოსახდენად.
ერთ-ერთი შესაძლებლობის გამოყენება მათი მხრიდან უკავშირდება საქართველოს, როგორც პლაცდარმად ქცევას, ქართველი ხალხის როგორც საზარბაზნე ხორცად გამოყენებას. კონკრეტული გლობალური ჩრდილოვანი ძალები ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიტოვონ ეს ზეგავლენის ბერკეტები“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
1764854134
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1764853280
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე: კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა, მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის ეკონომიკას?
კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა. ალბათ ფიქრობს, რომ 100 ან 200 მილიონი თუ გამოუყვეს, მეტწილად არასამთავრობო სექტორისთვის, შეიძლება საფასურიც მოსთხოვოს. მაგრამ წარმოდგენა...
1764851563
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: შეშფოთებული ვართ მართული დეზინფორმაციის კამპანიისა და კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ“, - განა...
1764849711
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად
წლევანდელი წელი ეუთოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები, სუვე...
1764847513
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ქრისტიანებისთვის, ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით,...



























